ივლისის 20


მე დავიბადე 20 ივლისს,
ხუთშაბათს,
წლების უკან.
ადრე ვიყავი მოცლილი,
საქმიანი ვარ უკვე.
და რაც მიყვარდა მოცლაში-
ხიბლი ბოჰემურ ყოფის,
(ცივი არაყი ოც ლარში)
და გიჟ-პოეტის პროფილი.
ერთი რითმა და ეგ იყო,
ვიყავი თვითკმაყოფილი.
დღეს დაგვალული მიწები
ირწყვება ჩემი ოფლით.
მე კიდევ მეტსაც ავიტან,
ჩემო ცოლო და შვილო,
თქვენ რომ არასდროს შეგცივდეთ,
თქვენ რომ არ მოგაშივნოთ.
ვარ,როგორც ჩიტი მესკია,
თავს აქეთ-იქით ვახლი.
როგორც უფალი ფრესკიდან,
სულს მითბობს ჩემი სახლი.

ხვალ და ზეგ უკვე ოცია,
აღინიშნება ყანწით.
ჩემს პატარა შვილს ვკოცნი და
ცხოვრებას ვიწყებ აწი.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი