არავითარი პოეზია

არავითარი პოეზია...ცა...მთვარის შუქი...
არავითარი შეკრებები მეტეხთან,მტკვართან.
არც ბიბლიიდან ბოძებული კვირა დღე-უქმე,
არავითარი მზის სხივები,არამედ ქართა
ზუზუნი,დელგმა,იანვარი და ელვის ზოლი,
გაშრა ქალაქიც,როგორც ერთგან მშრალია ხიდი:
გახუნებულნი ჟან ჟაკ რუსო და ემილ ზოლა,
დიდრო,ვერლენი {გაყიდულნი{ და გასაყიდი
ყრიან მიწაზე.და მიწიდან ამოდის ორთქლი,
დგანან სულები წარსულების- გრანელის,გალლას.
არავითარი პოეზია.ქაოსი.შფოთი,
ერთი პოეტის ერთი ლექსიც არ სცხია ქალაქს.
.........................................................................
ვიბრძვით ლუკმისთვის,შვილებისთვის,გვეღვრება ოფლი,
ნელ- ნელა გვაჭერს საფეთქლებთან პაოლოს თოფი...

არავითარი პოეზია!

წყარო: urakparaki.com