კადრები


გარეთ ჟინჟლავს ამინდი,
წვიმა არის!
რუტინა...
კრუხმა გადაიყვანა წიწილები ეზოდან,
არც დაუბარებია,მამალს ისე უტია
და დაფნების ფოთლებქვეშ დაბანაკდა მეზობლად.
ძველი კადრი:
ეზოში დადიოდა ბაბუა,
ახლა მისი სული დგას ხეში,ქვაში- ოფლი და...
მოსაწყენი სურათით არე შემორაგვულა
და ქალაქის ხმაური მენატრება სოფლიდან.
ქალაქიდან პირიქით-
საოცნებო რაც არი,
რაც ყველაზე მტკივა და მეტად მესურვილება,
ჩემ მინავლულ კერაზე მინდა ვქექო ნაცარი
და თბილ კვამლში გავხვიო ცა და „ნაწისქვილება“.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი