სუვენირები {რობერტ მესხს}


პატარა ყანწით დავლიეთ ჭაჭის
არაყი.
*კინოს სახლის* ფოიე.
არ გვქონდა თავი ხალხთან გაპრანჭვის,
მათთან დელია-ოჰოჰოია.

და როგორც ყინვა,გვამტვრევდა ლექსი,
შეგრძნება ახლაც სულზე მაცვია:
რომ ზედვაკელი და რობერტ მესხი
სოხუმმა ერთად გამოგვაცილა.

გულის მკვლელია თბილისი, როცა
ზამთრის დღეები იჟამებიან .
კი გახდნენ უკვე ხმელეთზე ოცის
შენს ოთახში რომ ნიჟარებია.

თებერვლის ღამე ძაღლივით ამყვა,
რამე რომ გკითხო,სულ ვერიდები.
მიყვება შენზე ყანწი და ჯაყვა,
და ზღვისპირელი სუვენირები.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი