წვიმები


აწი წვიმების მწკრივი წამოვა
და წეროების თეთრი ჯაჭვივით
გადაიბმება სველი ცა -მოლი
და მზესაც რაღას გაეპრანჭები?
ვიწვეთ.
მე მიყვარს შენი ლოგინი.
სადაც სითბოა ასეთ ჟამისფერ
დილას
და მერე -ყავის ლოდინი,
მეტი სიცილი და სიხალისე.
ტელევიზორი.
რეტრო მუსიკა.
მობუზულები სხედან ქედნები
სარეცხის თოკზე.
(ტროლეიბუსი
გადაჭედილი)
არ ვიხედები
გარეთ,
ამნაირ ქარში რა გავა?
(ლამის ეზოდან ვუხმო ფინიას).
სიგარეტი ან აკუტაგავა,
შენი კოცნაც და
კმაყოფილი ვარ.
..........................
კაპ.
ისევ კაპი,
ბევრი კაპები,
წვიმს,
დაე,მთელი კვირა იწვიმოს.
ტკბილ ლუკმასავით ჩამეყლაპები
მზის ამოსვლამდე ჩემო წიწილო.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი