ვეღარ ვწერ


ვეღარ ვწერ.
ფიქრით?
იცოცხლე,ვფიქრობ.
ვერც ვმღერი.
დარდით?
ყოველდღე ვდარდობ.
ერთხელაც ეკალს არ მისცე იქნებ
საზრდო და მარტო შენ დარჩე,ვარდო.

ხის სალამური დაკარგა მწყემსმა,
და უსმენს ახლა მთიდან ნიავებს.
მე სამწუხაროდ აქა ვარ დღესაც,
ვუძლებ სულმდაბალ ადამიანებს.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი