აპრილი, იმერეთი

ალბათ,ვუმადლი ამ აპრილს,
გაზაფხულს,ზამთრისგან დამზრალი,
რომ ისევ მიხსნის დანა კბილს,
რომ თავზე დავზუი კრაზანა
ნასესხებგამოვლილ ალუჩის
ყვავილებს,
ვსაზრდოობ მდელოდან.
მთაზე ქარიშხალს გამოვრჩი
და ჩემი საქართველოდან
ვსუნთქავ,ვივსები,ჰერიჰაა!
გავცდი რიკოთს და ღორეშას.
წაბლის ხიმებო მთელი ხარ,
შეგხედე, გულზე მომეშვა,
მოხუცი სახლის თვალებო,
გადარჩენილო დაფსებას,
აგყვავებია ბებერის ბეწვი-
სიძველის ხავსები.
მეწვი!
ჩვენ მარან-ჭურისთავს,
გარს ურბენს სინდიოფალა.
ან იმან რაღა მოიგო ,
ვინც საუკუნე მოთვალა.
მიყურებს ბაბუაჩემის
კოპებშეკრული სურათი,
და მაგონდება ღვინოზე
გასული თეთრი სუროთი.
დე,ახლა ისევ დაზამრთეს,
და აღარც გამოიდაროს.
თუ ყველაფერი სულ ერთი
არის და არე-მიდამოს
მეფობს სიკვდილი,არ მინდა,
მაშ,ერთად მოდი გრიგალო.
მე ასე მსურს და რა ვიცი,
სხვებმა თავისი იდავონ!

წყარო: urakparaki.com