გამზირი. კაფეები ..


გამზირი. კაფეები, სარდაფი-თეატრები, 
რეცეპტი "საცობები" საღამომ გამოწერა 
ნერვების დასაგლეჯად. 
შორსა ხარ, 
მენატრები, 
რა მაგრად გაკოცებდი! 
............................................................... 
პირდაპირ გამომწვევად 
იქცევა ვიტრინაში სიგარით ქერა გოგო, 
ასაკმა გამიარა,რა იცის მაგ ოხერმა, 
აღარ მაქვს ახალგაზრდა ყმაწვილის ვერაგობა, 
აღარ ვარ ისეთივე გიჟი და მარტო ხელა, 
................................................................. 
მე სახლში მივატოვე ლოდინის ანაბარა 
დილიდან ჩემი ცოლი კატაზე უარესად 
მსუნაგი ტკბილეულის: ჯერ "ნუგა" დამაბარა, 
მერე კი შეუდგება გოზინაყს,მურაბებსაც... 
.................................................................... 
საერთოდ, ახალი წლის ამ  მეტად გასაოცარ 
ღამისთვის იქნებოდა და უნდა მოვახერხოთ 
მისწრება "საფერავი" მშვიდობის  დასალოცად, 
შარშანდელ გულის  ვარამს  კისერი მოვახერხოთ. 
........................................ 
მრავალ წელს,მეგობრებო!

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი