0 124

ლექსი, რომელიც ისევ აირია


მაშ ასე, ვიწყებ:
საქართველო. თბილისი. შვიდის
თხუთმეტი წუთი. ვდგები. ვიცვამ. ქუდი და გარეთ.
აღარ მობეზრდა? ქარი ისევ ფრთებს უნდა შლიდეს?
ალბატროსივით გადაიქცნენ და ყველა ქარებს-
აღმოსავლეთის,
დასავლეთის,
სამხრეთ
და ჩრდილო
ნაკადებს ვიტან ვეღარაფრით,
ხმა აღარ გამცეთ!
ჯერ მზე სადაა,რომ ადგე და ეძებდე ჩრდილებს?
გადაირევი,
გაგიჟდები,
გაწყრები კაცი.
საღამო...
როცა მოძალებულ ხმას ვეღარ ვიტევ,
როცა ყვირილი მომინდება,როცა...
და როცა
მივდივარ მასთან,
გალიაში ზის, როგორც გვრიტი
და მეხუტება,მიფერებს და მიწამლებს კოცნით
ღირს ეს ცხოვრება...
პოეტებო, ნუ იცით ასე:
ნაგანი... შუბლი... ხელი... სისხლი ...ოთახი... ბოლი...
ლექსები რაა? -ხალხის გულზე მიკრული ხავსი,
გრძელდები შვილით და სიცოცხლეს არა აქვს ბოლო.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)