აქცია: „ჩემთან, მიწაზე“

აბა,ხიმეს რად უნდა დაშლა მიქელ- გაბრიელ,
ზედვე გადმოაბიჯეთ,ნეტა,წინ ვინ გიდგებათ?
მაგრამ ჩემი წაყვანა ნოემბერში ადრეა,
მომასწარით ივლისის ოცჯერ შემობინდება.
მართალია,გულები გვიბერდება პოეტებს,
მხოლოდ სული ვერ ტოვებს მზიან სემირამიდას.
ვუძლებდით და გავუძლებთ ჩვენ-ჩვენ სიმარტოვეებს,
ახლა ნუ მომაკითხავთ,ოღონდ ახლა არ გინდათ.
წეღან ველზე ლურჯ პეპელებს გამოუდგა გოგო და
მე თვალებით მივდიე (დავიჭერდი იმ გოგოს),
მაგრამ ციდან სიკვდილი ორი ეშვით მორბოდა.
ცაში?ცაში წამოვალ,
ყველა კარგად გიმყოფოს
ხმელზე,
ეგ არ მეწყინოს, ჩემო მამა გაბრიელ,
რომც მეწყინოს,მერე რა? მე ნუგეშის არ მჯერა.
ხომ არ ფიქრობთ,ა? მაინც,რომ სიკვდილი ადრეა
ჩემთვის,
ჰოდა, დამტოვეთ მეგობრებთან ამჯერად,
რადგან ზუსტად წამის წინ, როცა ვწერდი ამ წერილს,
ჩამექნია ხელი და... დამირეკა იმ გოგომ.
მინდა, ახლა გავწირო ჩემი ნათხოვნ-ნაწერი,
და თბილისის ქუჩებში ვიარო და ვიღოღო,
და ვიყვირო:
კაცს კლავდნენ და...
                          გადარჩა და... 
                                                ვერ დაკლეს!
მე მეგონა ცხოვრება კაპიკადაც არ ღირდა.
შევუერთდეთ სუყველა ახლა გიო ზედვაკელს,
ვისაც გინდათ მიწაზე და მიწაში არ გინდათ!

წყარო: urakparaki.com