0 97

მიყვარხარ


ყველაზე მეტად ვერ ვიტან როდესაც სარკესთან
დადგება ქალი და არ მოდის ნანატრი მომენტი
კარების გახურვის.ენა მსურს ვაქციო ანკესად-
გაბავდე,
გწევდე და
ქალაქში მეორე პოეტი
ძალიან,
ძალიან ლამაზ და წვიმიან გამზირზე
ხელკავით ვითვლიდე ზეციდან ჩამოსულ ტირილებს.
ბათუმი მგონია ახლა,ნამდვილად,პარიზი.
მიყვარხარ,
მიყვარხარ,
მიყვარხარ,
მიყვარხარ,
ირინე!

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)