ახლა გარეთ გაზაფხულის თავსხმაა ..


ახლა გარეთ გაზაფხულის თავსხმაა,
თითქოს ძალით( მაინც პირს იბანენ და...)
ჭადრებს, ვითომ ბოროტი ცა ასხავლებთ,
როგორც ჩვილებს და შენ "ისი პარიდან"
გამოდიხარ თმებით (ახლად დახვეულ)
სხვანაირი სურნელით და შარმით.
მე პოეტის მოხვეჭილი სახელით,
ჭუჭყიანი თითებით და შარვლით
გხვდები.
ჰო და მეცხრე ცაზე ვარ,
მთელი დღისგან გადაღლილი ბიჭი.
მიხარია (მერე ვწუხვარ) ასეა:
ღამდება და გაცილებ და მიჭირს.
თბილისია... ქუჩაა და... ნასტია
დადის ერთი, ათი, მეტიც -ოცი.
მე ყველასგან სხვანაირი მასტი ვარ,
ერთი მიყვარს, ანუ შენ და გკოცნი
ტუჩთან...
მალე დამირეკე,კატუნა.
იბუსება ცა და უფრო მოწვიმს.
როგორც ლეკვი,მე თავს მოვიკატუნებ,
დავისიზმრებ კარზემომდგარ ქორწილს.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი