წვიმაში მაგრად მერჩის მუსიკა (მიმუს)


წვიმაში მაგრად მერჩის მუსიკა,
ჩემი ოთახის მშვიდი აურა,
მარტო ყოფნა და წოლა უსიტყვოდ,
ღამით დარეკავ, გაიხმაურებ
ყურმილის მიღმა. ისევ რაფაზე
კაკუნი წვიმის, ათასი "კაპ-"ი.
მე სიმარტოვე ვერ დავაფასე,
ხელის გულებზე მჭიდროდ ნიკაპი-
ნაცნობი პოზა. თვალები მღვრიე,
არ მეძინება, გარეთ გავხედავ.
ხმა ისმის, როგორ გადაიღებდა?
ცამ თავი ისე გაითავხედა...
ჩემი რვეული, რომელსაც ვმალავ,
მაგიდაზეა ახლა და ნახონ.
მე მომანატრა პატარა ქალმა
თავი და წვიმის დედაც და ახლა-
ვე ვდგები იმხელა ნდომით,
ისეთი დიდი სურვილით მინდა
ვიყო იქ, მოხდეს ათასი ომი,
მე მაინც მივალ და წავიკითხავ
დღემდე დაწერილ ყველა ჩემს სტრიქონს
ზუსტად მასზე და არცერთხელ იმას,
რომელიც ადრე ათასჯერ მიქეს.
წვიმა მატულობს...
რა უნდა წვიმას?..

წვიმაში მაგრად მერჩის მუსიკა...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი