სიტყვები ბურდებზე კენკრაა


„მე ერთი პატარა გოგო მყავს,
დედამიწა გამითბო თითებით“
- ნიკა ჩერქეზიშვილი-


სიტყვები ბურდებზე კენკრაა,
მერე მიდიან აშვებით
პოეტები და კენკავენ,
როგორც ნოემბრის შაშვები.
ლამბავენ, ქსოვენ ან კერავენ
ფრაზებს და აღწევენ სხვა პიკებს.
თავისუფლებას ვერავინ
ვერ იღებს მათსავით...
კაპიკებს
არასდროს თვლიან და თვლიან ,რომ
სიკვდილი მდიდრებსაც გათელავს.
ლექსებით უნდა იარონ:
დღის მოკვლა...
ღამის გათევა...
კოცონი შიგნითაც,თუ გცივა,
აანთე,გაკარი კვესივით
ძმობა- ათასი უნცია
ოქრო და მეტი ლექსები...
გული სავსე და ხან ისე,
გული სისავსით ხალასი.
მახსოვს და გავითავისე,
ჩემმა ძმაკაცმა თქვა ასე-

რომ ერთი გოგო ყავს პატარა,
თითებით გაუთბო ხმელეთი.
ასეა: ჩიტები გვხატავენ
სუყველას პატარა ხელებით.

თბილი და პატარა ხელებით
გვხატავენ პოეტებს ჩიტები.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი