0 46

ზოგჯერ მებუტება ხოლმე ჩემი ფისო..


ზოგჯერ მებუტება ხოლმე ჩემი ფისო,
მიზეზს ნუ იკითხავ,სულ უბრალოდ ისე.
მერე საათობით,ვზივართ,დუმილს ვისმენ,
ასე გაუგებრად. გავარკვიე ის ვერ:
სად დაიწყებს თეთრი კატასავით კრუტუნს,
სად სევდას და ხელებს ჩამოაყრდნობს ნიკაპს.
რომელ სავარძელზე გაიკეთებს ბუდეს,
სულ ერთია,ყველგან,ერთნაირად მიყვარს.
ყველგან ერთნაირად მემეტება ხოლმე
ჩემი ვნებიანი ცხრაათასი კოცნის
დასაცხრომად...ზოგჯერ ცები მკარნახობენ:
შენ სული გაქ მეტი,ვიდრე...
რაა ხორცი?
გარეთ ჭადრებია ძროხებივით ლუში,
ცაზე კენწეროთი მღვრიე ღრუბლებს ძოვენ.
მე ვწევარ და ახლა ამ ლექს-წერილს ვუშვებ,
დაელოდე,აბა,რავი,როდის მოვა.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)