წარმოსახვა, ანუ პირველად ზედვაკეში..


სულ მალე დადგება აპრილი,
უმარტივესად,ისე,რომ
შენსავით მოაბრიალებს
თვალებს და ჭრელი კისრებით
განაზდებიან ნუშები,
გლეხები უყებს დახნავენ.
მე იქ არ წავალ უშენოდ
თუ წავალთ
-ერთად და ახლავე!
ავუხვევთ :გორაა..გორაზე
სამი ძმა -სამი ალვისხე.
თითქოს და ვიღლები ხომ ასე,
მაინც ბავშვივით ვანრისხებ
მეზობლის (ფერებში მოწყობილ)
ფინიებს,მავთულზე გასულებს.
მიყვარხარ,ღმერთია მოწყალე,
მე- გლეხს შენ-მეფის ასული.
უბერავს სიო და გზადაგზა
ტყემლების ყვავილი თოვდება.
მაცოფებს,
მახელებს,
მაბრაზებს
მიტოვებული ოდები.
მოთხარეს საჭურისთავე
აყალო მიწა ბიჭებმა.
რა ვუყო,ჭკუა ვერ ვისწავლე:
დავლევ
და ვაფრენ
და ვიჭრები.
გზადაგზა-ბებრების თვალები
ენაცვლებიან გვირილებს.
გაინტერესებთ, ქალებო?
ჰო,ესეც ჩემი ირინე...
იღიმი-მზეა და როცა- არ:
ქარია.ტყემლები თოვდება.
ხელმოცარული ცაა და
მიტოვებული ოდები...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი