ვცხოვრობთ მე და შენ ერთ ოთახში


მი, გამატანე შენი ღიმილი გარეთ.
გარეთ რა მინდა?
არაფერი...უბრალოდ,ჰაერს
დავიჭერ...
გინდა, ამოგიყვანო ქარი?
ცივა დღეს,ცივა,როგორ ცივა, ხედავ და თან ეს
ძალინ მშვიდი ოთახებიც გვიჭერენ ვეღარ.
უპრიანია,გავიაროთ საღამოს სადმე.
და სიყვარულის ისტორიას(ვიფიქრე წეღან)
შეემატება კიდევ ერთი ლამაზი კადრი.
გუშინ გითხარი,აღარა ვარ მე შენი ლეკვი,
უფრო დიდი ვარ, უფრო თბილი და უფრო ბელი.
ჯერ ჩემი, მერე გასალოკი პატარა ნეკი
მოგპარე შენ და შეცბი უცებ და დაიბენი.
გარეთ კი სიო,მე რავიცი, აბა,რას მღერის?
ან იგინება...რას მიადგა, ვის ან რას ამკობს?
და სულ არ ვიცი- ხალხს რა უნდა, ხალხს რა აღელვებს,
ხალხი რას ელის ჩემგან,ანდა რას ლაპარაკობს...
ვცხოვრობთ მე და შენ ერთ ოთახში-თვეები უკვე,
ძალიან მშვიდად...უმეტესად ყავასთან ერთად.
მაგიდა...წნევადავარდნილი ნათურის შუქი,
ხატები,ანუ თავმოყრილი ამდენი ღმერთი
და ჩვენ...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი