ფისო და ლეკვი


თვალები უნდა დავხუჭო,
გიყურო,მჩვევია ასე და
წარმოვიდგინო სხვა ქუჩა,
სხვა სხვენი,
სხვა სახლის ფასადი.
ქარია დილიდან ისეთი,
მომინდა (რატომღაც) გათოვდეს.
ბუხართან იწვე და მისმენდე,
მეც, რავი-რაღაცით გართობდე.
ასე ვთქვათ,მე ვიყო ლეკვი ან
შენ -ფისო,თუ გაწყობს,რავიცი...
მე გამშვიდებდე: ,,გეტკინა?"
,,შეგცივდა?"
,,ადექი",
,,ჩაიცვი".
სულ მინდა გკოცნიდე თმახუჭუჭ
თავზე,
სურნელი მაბრუებს...
და ისევ თვალები დავხუჭე.
მოვიდე?..
ღამეა?..
რა დროა?..
მამძიმებს თუ რამე,ესაა:
სიშორე ისევ და მანძილი.
თავს ამ პატარა ლექსებით
და მოლოდინით ვაძინებ...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი