0 40

მი, რაც დრო გადის..


რაც უფრო გადის დრო, მიმი და გხედავ რაც უფრო
ნაკლებად,
ვიწყენ...დაუმატე: მცივა და კიდევ-
ბევრი წერტილი... ახლა მინდა გაგესაუბრო
და კიდევ მინდა,
მინდა კიდევ,
და კიდევ მინდა,
დავუსხა წყალი შენი სახლის მწვანე ყვავილებს.
და გეთამაშო (სულ ერთია თამაშის სახე)
ისე, რომ ბოლოს დავასრულოთ ყველა ყაიმით.
და შენი სახლი,
სახლი შენი,
და შენი სახლი
სხვა ხმით არადა, იგივე ხმით უკრავდეს ლენონს.
გთხოვ,შემისახლე, გაძარცვული, ოღონდაც მაგ შენ
სხვა სამყაროში, შენი თეთრი იზოლდას ხელით,
ერთი უბრალო პოეტი და უბრალოდ, ბავშვი.
ჩემ ღამეს ადრე უხდებოდა პიაფი ედით
მარტოსულ ყოფას ვიხსებებ და მკლავებზე მხორკლავს.
და აი, მიმი ,მოგაბარე მე ჩემი ბედი,
და მოუარე, მეგობარო, და ასე მოკლედ:
ვიაროთ ერთად!..
ჩამავალი მზეების ალო
გამოგვრჩეს არ და არასოდეს...უთქმელად გესმის.
შენა ხარ ჩემთვის ყველა ქალზე მაღალი ქალი,
უნდა ფერებით გაცხოვრო და ათასი ლექსით...

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)