შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ


შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ,
მოვდივარ შორიდან და -ჩაიზე.
როცა აივანზე გამოდიხარ,
კვდება საოცნებო პარიზი.
და მერე- უფრო მიამდება
თბილისის ქუჩებში ქაოსურ
ნაბიჯით სიარული...ვიბადები
შენი ფერებით და სამოსით.
შენი დარდიანი სახე მიყვარს,
შენი მზის ამოსვლა-ღიმილი.
შენი მოხატული სახლი მიყვარს.
ორი გიშრისფერი ღილივით
თვალი მოფახულე...ამოდიხარ
აღმოსავლეთიდან მზესავით.
შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ,
მე შენი სიყვარულის მლექსავი.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი