მანიფესტი - ანტიბიოტიკი


ბუხარს ისევ კვამლი დის,
ვერ გავიგე ამინდის.
მუზა არსად არ მიდის,
და ვწერ...
ჩემი რა მიდის?
ცეცხლს ფიჩხებით ვაკეთებ,
ვახურებ და გამიდის.
ხან არყით,ხან საკეთი
მღვრიე სისხლი დამიდის.
სულ მაქ ასი მანეთი,
ტანში -სული რაინდის.
ვცხოვრობ შავი ღამეთი,
დღე ბაგეებს მარიდებს.
კაცო, ისე დაფასდი
მკერდზე მედლებს ვერ იბნევ;
მე ცხოვრება მძავაბს და
პოეზიას- ვერლიბრი.
საოცარი კი არი:
(ქროლან (ქრიან) ქარები)
უმსგავსობის პიარი,
"მსგავსს" კი მიაფარებენ
მატარებლის (გაღებილ)
ჩამოწერილ ვაგონებს.
მოდი, აქეთ დადექი,
შენი ხმა გამაგონე,
თუ ძმა ხარ და თუ გინდა,
ლექსს გადაყვე ბოლომდე
და ამაყი სულიდან
უფრო გააბოროტო
ყველა შენი მტერი და
ყველა შენი მოქიშპე,
რაც გულში გაქვს, ენიდან
თქვი და ...
არ თქვა ბოდიში.
მე მთებშიგნით ვრჩები და
თქვენ მთებმიღმა მიკივით.
ვიღებ ნაღდ პოეზიას
ა ნ ტ ი ბ ი ო ტ ი კ ი ვ ი თ!
..........................................
ბუხარს ისევ კვამლი დის,
ვერ გავიგე ამინდის.
სისხლში ლექსი დამიდის,
ვახურებ და გამიდის!

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი