თავისუფალი,როგორც ბექა ახალაია


სამსახურიდან წამოვიდა მისტერ გიუნა,
ვერ შეითვისა, რაც არ იყო საქმე თავისი.
და დღეს დილიდან იგინება ინტენსიურად,
ლოთებო სპირტი მენატრება,ჰოდა ,დამისხით!
დედა ვატირე, პოეტებო, ყველა უფროსის,
იქნება დილა გაითენო გინდა შუადღით.
მე მენატრება ბნელ სარდაფში საძმო სუფრაზე,
ჩამოაჩოჩეთ მაგიდა და კედელს მოადგით...
ხო გეტკინება, როცა შენში პოეტს ღუპავენ?
(ჯერ ხომ ისედაც პოეტები აღარ არიან)
ხვალიდან ალბათ მეც სრულიად თავისუფალი
ვივლი ქუჩაში,როგორც ბექა ახალაია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი