მიმი, შენ მაინც არ მოიღრუბლო..


მი,ზამთარია გარეთ...მაციებს...
ენა კბილებით მიჭირავს.რომ არ
ლიფტის კარამდე გამომაცილო,
უფრო დამსუსხავს დეკემბრის თოვა.

ქვევით ეზოა,ბიჭები უბნის
სვამენ, მე მესმის, არ მიკვირს ესეც.
რომ მომეღრუბლო მეც ასეთ უღირს
ლოთ- პოეტობას დავიწყებ დღესვე.

ქარი დაეშვა ველიდან დიღმის,
ქარი...ო ქარი...ისე გავს ქაფარს...
ქუჩის მძუნაგი ძაღლივით მიღრენს,
და სამი ძუძუ კიდია ზამთარს,

ანუ სამი თვე და ოდნავ მეტი.
ნავით მკათათვე გადაყავს ქარონს.
ახლა მე ზავის პირობებს გწერდი,
შენ კი ფეხებზე გკიდივარ,ქარო.

მიმი,შენ მაინც არ მოიღრუბლო...
შენ მაინც,ჩემო პატარა ქალო...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი