ახლა თქვენგან და ყველასგან ვისვენებ..

სიგარეტი...თვალებს ცრემლით ვიოსებ,
ნატამალი არყის აღარ შემომრჩა.
საყვარელი წიგნი ბროდსკი იოსიფ,
პოეზიით მთვრალი ვარ და ვერ მოვრჩი.
ოთახია არეული... ნუ იტყვით...
დანა-ჩანგლით ავსებული ნიჟარა.
გუშინ შევრცხვი,გარეთ დავრჩი პირუტყვი.
ქარი იყო,ზეცამ ჩამოიჟამა.
მეგონა,რომ მთებზე მაინც დათოვდა,
ნერვებსაღრძობ ვარკეთილში თუ არა.
დავრჩი მარტო მწვანე განჯის ფოთოლთან
და ცდუნებას ვერ ვუთხარი უარი.
არ დაზოგა თავი,უმტრო კლავიშებს
მეზობელმა...(ნისლი წვია რძისფერი).
მეგობრებო, თუ გსურთ ღმერთთან ჩამიშვით,
ახლა თქვენგან და ყველასგან ვისვენებ.

წყარო: urakparaki.com