0 39

შეკვეთა: წერა... დაუკრეს ტაში ..


შეკვეთა: წერა... დაუკრეს ტაში...
შედეგი: ჩინებს მიიკოსებენ
(დგანან სცენაზე.კისერზე კაშნე)
ჩვენი დროების ლირიკოსები.
უნდა დავხიო, დავწერე რაც კი.
როდესაც წერა დავიწყე, მაშინ
მიყვარდა ძლიერ იოსიფ ბროდსკი,
მერე ავარდნა ვიგრძენი თავში,
მერე გავლანძღე ქალები ვინც კი,
სულ უნებლიეთ გაერთნენ წერით
და ჩემი კალმის საკბილოდ იქცნენ
გუშინწინ... გუშინ... ათასი წელი
მჭირდება, ალბათ, შევიგრძნო, თუ რამ
ჩაყლაპა ლექსში მუღამი... ჟინი...
გაწუხებს, როცა მგელს გიყეფს ტურა,
ბოთლიდან როცა გიყურებს ჯინი
დელფინს...და ზღვაზე იხევა აფრა
გემის, რომელსაც მართავდი უწინ.
ზედვაკელს მაგრად კიდია დაფნა,
მისი მეორე "მე" ვარ და ვუწყი!

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)