გასაუბრება ტ.ს.ელიოტთან

"How unpleasant to meet Mr.eliot!"
- ტ.ს.ელიოტი-

სალამი, მისტერ ელიოტ ტომას,
ენაჭარტალა საუკუნიდან.
ტალახში ტალახს თქვენს ჰიპოპოტამს
ესვრიან...ვიღას გაუკვირდება,
მეც რომ მესროლონ- არათუ მიწა,
არათუ შლამი,ტყვია -არამედ.
დღემდე დაწერილ ყველა ლექსს ვფიცავ,
ჩემს ქვეყანაში, როგორც არაბი
ვზივარ აქლემზე, ხილია უცხო,
და ალბათ მაგრად ვგავარ ბედუინს.
აქ პოეზიაა მოტეხილია,
არ იცი ახლა, რა უბედური
პოეტი დადის წვიმაში...თავსხმა
მალპობს და ვიღრძე სული დილიდან.
უნდა სიკვდილის ბილიკი გავსხლა,
სიცოცხლე თუ არ გამომივიდა.
სალამი, მისტერ ელიოტ ტომას,
ამ თვეში მინდა წიგნი გამოვცე.
მეგობრებისგან ველი ას დოლარს
და თქვენგან-მხოლოდ კალმის დალოცვას.

წყარო: urakparaki.com