ალბათ თბილისი იქნება მოწმე ..


ალბათ თბილისი იქნება მოწმე,
ასე მგონია ახლა ბავშვივით,
რომ მე მილიარდ სიგარეტს მოვწევ,
აღარ იქნება ჩემი საშველი...

ალბათ თბილისი გახდება სახლი,
სადაც მე გვიან შევალ ყოველთვის.
,,მაგვიანდება"-
სულ ასეთ თავხედ
განზრახვას ვამცნობ ეპისტოლეთი.

ალბათ მე მუდამ მომიწევს კემსვა
გარღვეულ მთვარის ყოველ რიჟრაჟზე.
მე დავიღვრები სიტყვად და ლექსად...
მე დავიღლები, ამ პეიზაჟებს

ვუძღვნა ასი და მეტი სონეტი
(მტკვარიც მთვრალია და ღვინისფერი).
გუშინ ვთქვი,დღესაც ვიმეორებდი:
მე ვარ სოფლელი და თბილისელი.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი