მე შემიძლია,ვიჯდე... გიყურო..


მე შემიძლია,ვიჯდე...გიყურო...
მზერით ვეფერო ყოველ შენ ღერ თმას.
ჩემი მოვლენით ღმერთმა იხუმრა,
ხედავ,რა ცუდად იხუმრა ღმერთმა.

მე შემიძლია,ვიდგე...გელოდო...
(რა ბანალური სიტყვაა ესეც).
ოღონდ ნუ წახვალ საქართველოდან,
ოღონდ თოვლივით ჩამოდი მთებზე.

მე შემიძლია...(ან მინდა შევძლო)...
ნაყინს-მომავალ ოცნებას ვლოკავ.
ეზოში იდგეს ქარი ან ძეწნა,
და მთვარიანში გიკითხო ლორკა...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი