ძმას, ანუ ნიკა ჩერქეზიშვილს


ცა იყო ცისფერი ლეჩაქი
და მასში ვპოვებდით საყუდელს,
სიგარეტს იმდენი ვექაჩეთ,
ერთ დილას შევნიშნე-გახუნდა.
ძმა,რა ვიცოდი,აბა,თუ
"ცებიც" სახეებს კარგავდნენ,
როგორც კაცები...ამათი,
ოხ მე ამათი...
გადამდე,
ძმა,შენი ძაფის ნერვები,
რომელიც წყდება და არ წყდება.
სული ამევსო გველებით
და კაცი ამოარწყევდა,
რაც რომ მდინარემ შესილა
ჩემში ქვიშა და სხვა რამე.
მტერი რად შემოგვესია,
მე ვიცი გადასარევად.
ძმა,ჩვენი ქუჩა მყუდროა,
მთვარიანი და უშარო.
ჩვენ უნდა მოვკვდეთ უდროოდ...
ხალხს გული გადავუშალოთ...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი