ქალი-ანგეში


შუქნიშანი...წითელი...
(აგერ მე და აგერ შენ)
ქალი მოდის...ვითომ რა?
რა და როგორც ანგეში
მოდის...ქუჩა -ბალახი
ფეხქვეშ მიმოითელა.
შიშველი რომ მანახა...
გადამშალა იმდენად,
საჭეს ხელი გამეშვა,
ძმაკაც,შენი ნიკაპი
სასაცილოდ დაეშვა,
ვინ მიგიშვებს იქამდე?
მკერდი ისე მოუგავს
მთვარეს ნამარიობებს,
ნაღდად არის საჭირო
მოთმინება იობის.
ჰოდა წარმოიდგინე:
(წარმოიდგენ ვერაფრით)
მკერდზე გადმოიწვინე,
როგორც სველი სელაპი.
და დათხვარე ტუჩებით
მისი ძუძუს კერტები.
ზოგს რა აზრი უჩნდება...
ზოგს რა ცეცხლი ედება...
გიზიარებ იგივეს,
რასაც ვფიქრობ-იდეას,
ახლა წარმოიდგინე,
რომ მე ვგავარ ფიდიასს:
ხელში მაგრად მიჭირავს
მარმარილოს ფეხები
და ვთლი,ამის ნიჭი მაქვს,
და უფრო მეხერხება:
წინააღმდეგ დინების
კალმახივით აყოლა
ენით...გეცოდინება,
როგორ გადამაყოლა
გენმა ასეთ ჩანჩქერებს
(აგერ მე და აგერ შენ)
ქალი ქუჩას აჩერებს,
მოდის, როგორც ანგეში.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი