... და ახლა თბილისი უშენოდ ვინებე

თბილისი ...მზე და ოდნავ მომრუშო
ხედი და რადგან თვეა ივლისი,
ქალაქი მოგავს ლავაშს თონეში.
არ შეგიძლიათ,მადამ,რომ მომეშვათ?

საკვირველია,გვიყვარდა როდენი
ორივეს... ერთმანეთს რომ ვეღარ გავუგეთ,
მიზეზი ჩემია-ცხოვრება ბოდვებით.
დავრჩები მარტო...ან ცუდად,ან უკეთ.

ამ ქალაქს ისევ იმგვარად ხატავენ,
ძველი მოტივი-მეტეხი,ტივები...
მიჭირდა უშენოდ თბილისის ატანა
და ახლა თბილისი უშენოდ ვინებე.

წყარო: urakparaki.com