ყველა სხვა ღმერთებით ვერთობი


დადიხარ მთვრალი და გალა ხარ-
გგონია უბრალოდ და ასე...
გინდა, რომ ფრაზები გალახო,
სისხლიან რითმაზე-დანაზე
იწევ და
ლამობ, რომ დასერო
გონება ქალების,ხო იცი.
სულში გაქვს ღმერთების ბუნება,
და მაინც,ბავშვივით მოიქცე
გინდა და...თუ გინდა,
რა ძალა,ან ძალა სადაა?..
როდესმე...
როდესაც მეც მოვალ უფალო,
უთუოდ მუხლმოყრით მოგისმენ.
მე ასეც ვიცოდი- ერთი ხარ,
ვიცი,რომ სიტყვაზე მენდობი.
შენ ერთი ნამდვილი ღმერთი ხარ,
ყველა სხვა ღმერთებით ვერთობი.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი