0 105

ასე ვარ ამჯერად


შენ იქნებ არა,მე -მემეტები,
დაგკარგო...
და ამ ფონს დახატავს უთუოდ
მუსიკა-როკის ელემენტებით,
კადრი ზღვის,
მზის ჩასვლის დრო თუა.
ახლა მარტია,
ველოდი აპრილს და მოთოვა.
რა თვეაა,
სიმწვანე ვერ ნახა ფოთოლმა...
სიყვითლე გარეთ,
სიყვითლე სულში და მზის იქით.
მოვკალი ჩემში პოეტი,
და ახლა ფიზიკით
ვერთობი,
ვეცნობი ნილს ბორს და
ნიუტონს,
ვიოცებ,
გშორდები და მაინც მიზიდავ-ამიტომ...
ამიტომ ვიოცებ ყველა დღეს,
ლოცვისაც არ მჯერა,
ყველაზე საბრალო,
უღმერთო პოეტი ამჯერად.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)