გოგოებო, მიყვარხართ!


გადამღალეს ფიქრებმა,
მარტო ვზივარ ოდაში.
ჩემი ლექსი იქნება
ამ ახალ წელს მოდაში.

ქუჩა წითლად ინთება,
ხალხი უფრო მღელვარებს.
გარეთ ყოფნა მინდება,
ვხვდები ღამის მთევარებს.

გოგოებო,მიყვარხართ,
გონება მებინდება!
გაკოცებდით სუყველას,
განა მომერიდება.

არა,გიჟი არა ვარ,
მინდა მარტო დიდება-
თქვენგან ხვევნა ფერება,
ყელზე ჩამოკიდება.

ა,შენ ცისფერთველებავ,
ჩემგან თეთრი ვარდები,
დაგირეკავ უთუოდ,
როცა შემიყვარდები.

ეი,თეთრო ფერიავ,
რა თვალებით მიყურებ?
განა მართლა მიყვარხარ-
მოგატყუე,ვიხუმრე,

სიყვარული მომინდა,
კარი გამოვიხურე.
გოგოებო,იცოდეთ
ამ წელს მე ვარ მოდაში.

გავაძვირე ლექსები,
თითოს ვყიდი ოც ლარში,
ვისაც ფული არა გაქვთ
გადაგიცვლით კოცნაში.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი