0 117

გოგოები იასავით, გოგოები ვარდივით..


გოგოები იასავით,
გოგოები ვარდივით...
წამო და მე მიგასწავლით,
აგერ შემხვდნენ ამ დილით.
გაზაფხულმა გამოფინა,
თითქოს შქერში ძინავდათ.
ჯერ არც ერთს არ შევხვედრივარ,
ჯერ არც ვიცნობ პირადად.
და ვუყურებ შორი მზერით,
თვალებს როგორ ნაბავენ,
და ღიმილით, თანამდევით,
მატყვევებენ, მაბამენ.
რა იციან, მონადირის
რომ მაქ სული, გენები.
ვარ სოფლიდან ჩამოსული,
მხიბლავს ქალაქელები.
ვიწრო ქუჩას მოსდევს ბაღი,
ბაღებს-მყუდრო გარემო.
პლეხანოვის გამზირი და
ჩემი კაფე ,,მარენო".

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)