0 28

ჩეროში ვზივარ და ვკითხულობ ჭილაძეს..


მე მიყვარს სიმწვანე,სიოთა რონინი,
რუები,ჭალები,ტყენი და მდელონი,
ცისფერი პერანგი, ყოველთვის მოვლილი,
სივრცეში უეცრად შეჭრილი ლენონი,
ღამე,ხანდახან, წერის დროს მოწევა,
უაზრო ლექსების გულდასმით დახევა,
წამოყვირება,დროდადრო,რო ვწევარ,
ბგერების რომელიც დაგარქვეს სახელად.
ვერ ვიტან სნობებს და იმავ დროს უმეცართ,
არ მომწონს, როდესაც მარკვევენ ფიქრიდან,
არ მომწონს ლექსები, რომლებიც უეცრად,
რატომღაც, უმიზნოდ მექცევა რითმიდან.
სამ ჭიქას დავლევ და პოეტი მერე ვარ,
როცა ბახუსი მიჯდება, მერევა.
მაშინ ვიძახი რა დანტე,რის დანტე?!
დანტე დანტეა,ბატონო,მე მე ვარ!..
არც ისე შორია უმაღლეს მიზნამდე,
წერა მოდაში შემოდის(ვინ არ წერს?..)
და სანამ მართლა რაღაცას ვიზამდე,
ჩეროში ვზივარ და ვკითხულობ ჭილაძეს...
კომენტარები (0)