მშიერი ხალხი მოითხოვს ლუკმებს


ამ ყველაფერში ,რაც ხდება ირგვლივ,
ჩემს მიღმა,ჩემთან,ეზოში,გარეთ-
არაფერია მცირედი ხიბლი,
არც თოვლში!
ჩემი ბავშვობის მთვარეც
გახუნებილი კიდია ცაზე.

უბედურია დღეს ჩემი ხალხი,
მოთოვა  მთებზე  პირველმა  თოვლმა.
არსებობს შიში,თვალებს  რომ ახელ,
იქნება  ქარი,
აგიტანს თრთოლვა.

საუბარია,უბრალოდ, რაზე?

ათი კაცია ამ  ერს  რომ მართავს,
ამ  ათი კაცის გადაყვა  მადას
ჩემი ქვეყანა,წლებია უკვე
მშიერი ხალხი მოითხოვს ლუკმებს,
და ამ ლუკმებსაც ამადლით ბედი.

იყო დრო ,როცა პეპლებზე ვწერდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი