წახვედი ჩემგან


"...წახვედი ჩემგან,
უშენობა მათოვს და მაწვიმს,
მარტო მივყვები ზენაქარებს,
თავს ვაღწევ წყვდიადს,
ვიგონებ ერთად გატარებულ,
ზეცისკენ აწვდილს -
დღეებს,
რომელსაც ქვადქცეული ტკივილი ქვია...
შემინდე ძმაო,
ვეგუები და ვამბობ ხვედრი
ალბათ ეს არის,
მარტოს მიწევს მთების დალახვა,
მივყვები ბილიკს და მგონია მომყვები გვერდით,
მაგრამ არ ძალმიძს თვალებდათხრილს შენი დანახვა."
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი