ურვა დაბერებისა


გაიარა ბერდიამ მამულში,
დადო ქვა და თქვა: „აქ დავბერდი“
გაიარა ჭირ-ლხინში ბერდიამ,
დადო ქვა და თქვა: „აქ დავბერდი“
ბერდიამ გაიარა სინდის-ნამუსში,
დადო ქვა და თქვა: „აქ დავბერდი“
ჯვარში გაიარა ბერდიამ,
დადო ქვა და თქვა: „აქ დავბერდი“
გაიარა ბერდიამ ცოლში,
დადო ქვა და თქვა: „აქ დავბერდი“
სიცოცხლეში ბერდიამ გაიარა,
დადო ქვა და თქვა: „აქ დავბერდი“
გაიარა ბერდიამ, ვეღარ ნახა ქვა დასადები,
დაბერდა და თქვა: „ყველაფერი ვადით არი.“
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი