მე შენს სიყვარულს, ძვირფასო


მე შენს სიყვარულს, ძვირფასო,
რამდენი ხანი ვეცადე;
მე მინდა შენი სიწმინდით
ჩემს ქართულ სიტყვას ვვერცხლავდე.
მოდი, იმ პირველ ღიმილით
გამომეცხადე
მერცხლადვე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი