სიმღერა თარზე
არავის ნახვა არ მინდა, მე მხოლოდ შენთან მოველი... მზევ, გულზე მოშუქებულო, შენს სანახავად მოველი; გულით, ფიქრით და ოცნებით. ძვირფასო, შენთან მოველი... ასე ბრუნდება ზღვებიდან ქარში ნაწეწი ხომალდი. ვით მთას არწივი ესწრაფის, მეც ისე შენკენ ვქროლავდი. ვით მოგზაური შინისკენ, მე შენკენ მოვისწრაფოდი; მე შენს სიყვარულს გამოვყე, როგორც მთის ჩანჩქერს ნაფოტი... იქნებ არ არი საჭირო, რომ დღესაც შენთან მოველი? იქნება ზღვაში ხის დარგვას, და აყვავებას მოველი? ვით ბაღში მაისის წვიმა, ძვირფასო, ჩუმად მოველი!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი