ქილილა და დამანა


მე მშობლიური ღამე ვიცანი,
ვისმენ ბინდების მკვნესარე ზუზუნს,
ცაა ფირუზის თლილი ფიცარი,
დნება ვარსკვლავი ― თამარის ძუძუ...
ცვივა ტყეებზე ოქროს მანანა,
ციცნათელები არხევენ არაგვს...
და ორი ტურა, ქილილ-დამანა,
სოროში ჯერით ამბობენ არაკს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი