წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით ..

ეძღვნება ფირუზ ბოლქვაძეს

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩვენ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!

ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!