მიდიხარ? ..

მიდიხარ?
წადი!
არ გიყვარვარ?
ეგ ტყუილია!
ცრემლები?
რატომ?
შენს თვალებს ხომ 
ღიმილი შვენით.
რა გითხრა...
მთქმელი
ყველაფრისა
ეს დუმილია! -
(მე უშენოდაც 
რახანია
ვარსებობ შენით...)
მიდიხარ?
წადი!
ნანობ რამეს?
ტყუიხარ ისევ!
ჩემთვის ქვესკნელი,
შენთვის ზეცა,
აწ და მარადის! -
დაე, ეს იყოს
საზღაური! -
ვარ მეტის ღირსი...
მიდიხარ?
წადი!
გზა მშვიდობის!
ღმერთი გფარავდეს!