ამ აუტანელი ტკივილების გარდა ..

ამ აუტანელი ტკივილების გარდა,
მგონი არაფერი დამრჩა მოსაყოლი.
ვწუხვარ, ადრე დაკარგული ძილის გამო
და ამ არეული ლექსის, უსახელო.
ბოლო 5 წელი რაღაც ე. წ. ართრიტს
ვებრძვი, კი არა და უფრო ვეომები -
ნერვულ სისტემასთან პრობლემები ადრეც,
მქონდა, ეს-ღა მაკლდა ახლა, გეგონება!
და ვსვამ ტკივილგამასედატიურ აბებს
(მერე მთელი ღამე ვფიქრობ არაფერზე)
და არ გაგიკვირდეს, თუ გაიგებ ამბავს,
ერთხელ, რომ... და ა. შ.