ერთ დროს ..

ერთ დროს, სულ ყოველთვის,
მიწურულს ყოველ დღის
შენ მწერდი წერილებს...
და მეც სიხარულით
ვარსკვლავებს ვწვდებოდი,
და ასე გასტანდა 
მეგონა მარადჟამს,
მაგრამ... რახანია
წერილი აღარ ჩანს -
თურმე მე ვცდებოდი...

ერთ დროს, სულ ყოველთვის,
მიწურულს ყოველ დღის,
მეც გწერდი ბარათებს...
და შენც ბედნიერი
ვიცი ცას წვდებოდი,
და ასე გასტანდა
გეგონა მარადის
მაგრამ, დღეს ნასახიც
აღარ სჩანს ბარათის -
თურმე შენც ცდებოდი....

ერთ დროს, სულ ყოველთვის,
მიწურულს ყოველ დღის
ჩვენ ვწერდით,
ჩვენ ვწერდით
ერთმანეთს წერილებს...