0 129

აკაკის ფანტაზია


დღესაც იხუმრა,
გაახარა ქონდრისკაცები
ფხიან სიტყვით, ეკლიანი ქათინაურით,
მაგრამ მოსწყინდა, გზას გაუდგა აბარბაცებით
მარად მღიმარი, თავმდაბალი და შინაური.

დადგა საღამო,
მარტო დარჩა თავის ბუხართან
ჩამოთოვლილი,
მყინვარივით ცხადი და უხმო.
რა აცინებდა, რამ გაართო, რა გაუხარდა?
ამოიოხრა და ოცნებას ისევ მოუხმო.
... მოწყენილია საწერეთლო,
სდუმს მოდინახე...
გამოიტირა ომსწასული ფარულად ყველამ;
სჯერა ვაჟკაცის დაბრუნება მხოლოდ ნათელას,
ის ამ დილითაც ციხის სარკმელს იმედით აღებს.

გახედავს ეზოს, მარგილებზე
სდუმს მოდინახე...
გამოიტირა ომსწასული ფარულად ყველამ;
სჯერა ვაჟკაცის დაბრუნება მხოლოდ ნათელას,
ის ამ დილითაც ციხის სარკმელს იმედით აღებს.

გახედავს ეზოს, მარგილებზე სდუმან გოროზად
თავისქალები:
ას ცხრამეტი მონგოლის თავი,
შუბლი ეხსნება და ვაჟკაცის მარჯვენას ლოცავს.
პირიმზის მადლით, ყველა ხატით და სალოცავით!

და აგონდება,
ვით ოცნება, სიზმრად ნანახი:
უზანგის ჟღერით თეთრ მერანზე ასული მხედრად -
აკვამლებული ბნელ შარაზე თოვლივით თეთრად,
თეთრჩოხიანი დადიანი, თეთრი-ფაფანაკით.

არა, გჯეროდეს,
ვერ შემუსრავს საწუთროს ეტლი..
ბედო, შავბედო, მან ბედითი იცის ძგერება!
და იგი ნაზად თავის ჩანგურს ესიმღერება,
ღუღუნებს ტკბილად და მშვიდდება ქალი წერეთლის.

მაგრამ ვინ არის,
ვინ მოადგა გაღმით ყვირილას?
შეირხა ციხე, აგუგუნდა სამრეკლოს ზარიც...
- ნუთუ ნათელას გაუთენდა ზეიმის დილა,
ახდა ოცნება და ნატრული მოდის მხედარი?!

აგერ, შეჩერდა,
შემდეგ ტალღებს გადმოერია,
მოიჭრა ციხის გალავანთან სისხლისფერ ცხენით,
ჩოხა კი არა, ფაფანაკიც სისხლისფერია...
აცეცხლებული ბედაური მოჰყავს მარცხენით.

და დადიანის უძლეველი მარჯვენა მკლავი
სალამს იძლევა ას მეოცე მონგოლის თავით.
კომენტარები (0)