0 119

აღსარება წინაპარ პოეტს


წინაპარ პოეტს

ყველა სათქმელიუკვე თქვეს სხვებმა,
მე მათი სევდა შემყვარებია.
მე მათ სინაზეს თუ განრისხებას
როგორც ხის ჩრდილებს შევფარებივარ...

მათ შრიალს ვუსმენ,
მათ ფესვებს ვნატრობ,
მათ ნაფუძარზე ამოსვლას ვცდილობ.
იქნებ საწუთრომ არც მე დამაზროს,
ვინ იცის,
ერთ მგზავრს მეც მოვუჩრდილო!

სიყვარულის და სამშობლოს გარდა
რამდენი დარდი ჰქონიათ ძველად,
გმობდნენ საწუთროს და თან უყვარდათ
ჩვენზე ხანგრძლივად და ჩვენზე მწველად!

მათ ნახეს მტრობაც, ღალატიც, შურიც
და სამშობლოდან შორს გადაკარგვაც,
დიდ მდინარეთა მე ვარ ნაჟური,
ჩემს მცირე ნაღველს მე რა დავარქვა?!
კომენტარები (0)