0 190

დავიწყებული სიყვარული ისევ მოვიდა..


დავიწყებული სიყვარული ისევ მოვიდა,
ჩემზე ახლობელს, ჩემზე გამტანს ვის იპოვიდა?

ის იყო სევდა.. სიხარულსაც ის მასწავლიდა...
რა იყო იგი, რად წავიდა, როდის წავიდა?

მე აღარც მახსოვს, როდის დამთმო და მიმატოვა,
რაც ის წავიდა, თითქოს მუდამ, მუდამ მარტო ვარ.

დიდი ხანია, დიდი ხანია მოგელი სტუმარს...
ვით შადრევანი მე ამ ბაღში ვჩურჩულებ ჩუმად.
კომენტარები (0)