0 92

დიდ ხელებს


ჩემთვის ნაზთა მშვენიერთა...

დიდ ხელებს,
ჩემი ცხოვრების მგზავრებს,
განა ქალურთა, მათ თითქოს ძმურთა,
ოდეს ცახცახით მიიტან გულთან,
ან იფიცები, ან იწყებ სიცილს -
ხან განსაცდელის ჟამს გამომიწვდი,
დიდ ხელებს,
ჩემი ცხოვრების მგზავრებს,
ვუმზერ, ვადარებ...
მაგრამ არ ვიცი,
ხან ცად აწვდილნი, ვით კიპარისნი,
ხან შენს გულ-მკერდზე მხატველნი ჯვრისა,
მსასოებელნი არიან რისა!

იქნებ ფარული კაეშნით სავსე
სიტურფის გამჩენს შესთხოვ სინაზეს?

მაგ ხელებს იცი რას დავავალებ?
- სხვათა სინაზე ნუ ავალალებთ!
იქნებ არ გრძნობენ, რაოდენ ნაზი
გულის მფარველნი არიან, ოდეს
აცახცახებულთ და მოალერსეთ
ფიცის დროს წრფელად დაიწყობ მკერდზე!
კომენტარები (0)